იტალიური სილამაზე და უსასრულო ფერები: KIKO Milano - „გრანდ მოლში“

იტალიური სილამაზე და უსასრულო ფერები: KIKO Milano - „გრანდ მოლში“

მილანი,  მოდის, ელეგანტურობისა  და სილამაზის მსოფლიო დედაქალაქი. სწორედ ამ ქალაქის რიტმითა და ესთეტიკით არის შთაგონებული ბრენდი, რომელმაც მაკიაჟის ინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. KIKO Milano დღესდღეობით ბათუმში, „გრანდ მოლის“ ერთ-ერთ ყველაზე ფერად, დინამიკურ და ხალხმრავალ სივრცეს წარმოადგენს, სადაც შოპინგი ნამდვილ სილამაზის დღესასწაულად იქცევა.

ბრენდის ისტორია და ფილოსოფია

 KIKO Milano 1997 წელს, მილანში, ცნობილი იტალიური კომპანიის Percassi ჯგუფის მიერ დაარსდა. ბრენდის მთავარი დევიზია "Be What You Want to Be" (იყავი ის, ვინც გინდა რომ იყო), რაც ქალებს მოუწოდებს ინდივიდუალიზმის გამოხატვისკენ. კომპანიამ დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია აუცილებლად ძვირი უნდა ღირდეს. მათ შექმნეს კონცეფცია „ხელმისაწვდომი ფუფუნება“ (Accessible Luxury), სადაც ევროპული წარმოების სტანდარტები და ინოვაციური ფორმულები ბიუჯეტურ ფასებთან არის შერწყმული.

 რატომ უნდა ვენდოთ KIKO-ს? (ხარისხი და უსაფრთხოება) 

KIKO-ს მიღმა ბევრად მეტი იმალება, ვიდრე უბრალოდ ლამაზი შეფუთვები. აი, რა უნდა იცოდეთ მათი წარმოების სპეციფიკის შესახებ:

წარმოებულია ევროპაში: KIKO-ს პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 97%) იწარმოება იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში, რაც ავტომატურად ნიშნავს ევროკავშირის მკაცრი რეგულაციების სრულ დაცვას.

დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური ტესტირება: თითოეული პროდუქტი გადის კლინიკურ ტესტირებას. ფორმულები არის ჰიპოალერგიული

Cruelty-Free პოლიტიკა: KIKO Milano არ ტესტავს პროდუქციას ცხოველებზე და მკაცრად იცავს ევროპულ კანონმდებლობას ამ მიმართულებით.

ეკო-ინიციატივები: ბრენდი აქტიურად ნერგავს სუფთა ფორმულებსა (Clean Beauty) და გადამუშავებად შეფუთვებს, რისი ნათელი მაგალითიცაა მათი პოპულარული ხაზი Green Me, რომელიც 90%-ზე მეტი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება.

 ფერების, ტექსტურების და ასორტიმენტის მრავალფეროვნება!

 KIKO-ს სტენდებთან შეუძლებელია, ვერ იპოვოთ თქვენთვის იდეალური პროდუქტი. ასორტიმენტი მოიცავს 1200-ზე მეტ დასახელებას:

მაკიაჟი: ბუნებრივი "No Makeup" ლუქიდან დაწყებული, ექსტრავაგანტული საღამოს მაკიაჟით დამთავრებული.

სკინქერი (კანის მოვლა): ინოვაციური შრატები, დამატენიანებლები და პროდუქტი, რომელიც კანს სრულყოფილად ამზადებს მაკიაჟისთვის (მაგალითად, ცნობილი Skin Trainer ხაზი).

ლიმიტირებული კოლექციები: KIKO წელიწადში რამდენჯერმე უშვებს ექსკლუზიურ კაფსულ-კოლექციებს, რომელთა დიზაინზეც ცნობილი დიზაინერები მუშაობენ.

ფრჩხილის მოვლა და აქსესუარები: პროფესიონალური ფუნჯები და ყველა საჭირო დეტალი იდეალური ფრჩხილების შესაქმნელად

 KIKO-ს ბესტსელერები, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ:

3D Hydra Lipgloss: ტუჩის საცხი, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო. ის ტუჩებს ანიჭებს მოცულობას, 3D ბზინვარებას და ატენიანებს წებოვნების შეგრძნების გარეშე.

Unlimited Double Touch: ორფაზიანი თხევადი ტუჩსაცხი, რომელიც 12 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. მიირთვით თქვენი მაკიაჟი უნაკლო დარჩება!

Water Eyeshadow: პიგმენტური თვალის ჩრდილები, რომელთა გამოყენება როგორც მშრალი, ისე სველი წესითაა შესაძლებელი.

თუ თქვენს კოსმეტიკურ ჩანთას განახლება სჭირდება, ეძებთ იდეალურ საჩუქარს, ან უბრალოდ გსურთ საკუთარ თავს პატარა იტალიური დღესასწაული მოუწყოთ, „გრანდ მოლის“ KIKO Milano აუცილებლად უნდა დაამატოთ თქვენს შოპინგ-მარშრუტში.