ბათუმი მუდამ ასოცირდებოდა ზღვასთან, ფერად ქუჩებთან და დაუვიწყარ ემოციებთან, თუმცა დაახლოებით 3 წლის წინ ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქს სრულიად ახალი სიცოცხლე, რიტმი და სილამაზე შეემატა. ქალაქის გულში გაჩნდა სივრცე, რომელმაც წამებში შეძლო ბათუმელებისა და აქ ჩამოსული სტუმრების გულებში განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრება. მან ყოველდღიურობა უფრო ნათელი და მრავალფეროვანი გახადა - ასე დაიწყო ბათუმის მთავარი მიზიდულობის ცენტრის, გრანდ მოლის ისტორია.
გრანდ მოლი“ ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სავაჭრო ცენტრი, ის დასავლეთ საქართველოს მთავარი მიზიდულობის წერტილი და ყველაზე მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცეა, რომელმაც სტუმრებს კარი 2023 წლის ოქტომბერში გაუღო. დღეს სივრვე 100-მდე წამყვან საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს, მათ შორის ისეთ გამორჩეულ სახელებს, როგორებიცაა: Massimo Dutti, Zara, Tommy Hilfiger და Calvin Klein. თუმცა, სივრცის მთავარი ხიბლი მის უზადო მრავალფეროვნებაშია. გრანდ მოლი იდეალურად პასუხობს სრულიად განსხვავებული ინტერესებისა და ცხოვრების რიტმის მქონე ადამიანების მოთხოვნებს. აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი მსოფლიო მოდა, თანამედროვე, ინტერაქციული გასართობი ზონები და მრავალფეროვანი გასტრონომიული სამყარო. შოპინგის, კვებისა და დასვენების ეს უნიკალური სინთეზი „გრანდ მოლს“ იმ ადგილად აქცევს, სადაც ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანი დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებს.
3-წლიანი განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო და რჩება როგორც მომხმარებლების, ისე არსებული პარტნიორების მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ მუშაობას, იმ მიზნით რომ მომავალში გრანდ მოლში სტუმრობა კიდევ უფრო სასიამოვნო, ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იყოს თითოეული თქვენგანისთვის.