თანამედროვე სამყაროში, სადაც დროის გაგება ნებისმიერ ციფრულ მოწყობილობაზე შეგვიძლია, მაჯის საათმა თავისი პირვანდელი, პრაქტიკული დანიშნულება შეიცვალა. დღეს ის ჩვენი პიროვნების, გემოვნებისა და სტატუსის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია. სწორედ ამიტომ, საათისა თუ სამკაულის შერჩევა აღარ არის მხოლოდ შოპინგი , ეს საკუთარი იმიჯის ფორმირების პროცესია.
ამ პროცესში კი იდეალური პარტნიორი კომპანია „თაიმია“, რომელმაც ქართულ ბაზარზე საათების ტარების კულტურა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.
წლების წინ, სასურველი ბრენდის ორიგინალი საათის შეძენა საქართველოში ხშირად სირთულეებთან ან საზღვარგარეთიდან გამოწერასთან იყო დაკავშირებული. „თაიმმა“ ეს მოცემულობა შეცვალა.
დღეს კომპანია აერთიანებს მსოფლიოში აღიარებულ 50-ზე მეტ ტოპ ბრენდს ერთ სივრცეში. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს აღარ უწევს კომპრომისზე წასვლა ხარისხსა და დიზაინს შორის. TI'ME-ის ყოველი ფილიალი არის სივრცე, სადაც გლობალური მოდის ტენდენციები და უმაღლესი ხარისხი ერთმანეთს ხვდება.
აქ ყველა დეტალი ორიენტირებულია შენს კომფორტზე.
„თაიმის“ კოლექცია იმდენად მასშტაბურია, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი მარტივად იპოვის თავის ფავორიტს:
მუდმივი კლასიკა და დახვეწილობა: მათთვის, ვინც უპირატესობას ტრადიციულ და ელეგანტურ სტილს ანიჭებს, Daniel Wellington, Fossil და Emporio Armani შეუცვლელი არჩევანია. ეს მოდელები იდეალურად ერგება როგორც საქმიან შეხვედრებს, ისე ყოველდღიურ ოფისის ლუქს.
სპორტული და ექსტრემალური ხაზი: აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის Casio და მისი ლეგენდარული G-Shock-ის სერია ნამდვილი აღმოჩენაა. გამძლეობა, წყალგამძლეობა და მულტიფუნქციურობა ამ ბრენდს თავის სეგმენტში უპირობო ლიდერად აქცევს.
Fashion & Glamour: თუ გსურთ, რომ თქვენი აქსესუარი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს, Michael Kors, Tommy Hilfiger და Guess ის ბრენდებია, რომლებიც თქვენს თამამ განაცხადს მკაფიოდ გაუსვამს ხაზს.
TI'ME-ის კონცეფცია გაცილებით შორს მიდის. ქსელში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის სამკაულების პრემიუმ ბრენდებიც.
Pandora-ს ჯადოსნური სამყარო, თავისი უნიკალური ჩარმებითა და სამაჯურებით, გაძლევთ საშუალებას, საკუთარი ისტორია თავად შექმნათ. გარდა ამისა, ულამაზესი კოლექციები Swarovski-სა და Ti Sento-სგან ნებისმიერ განსაკუთრებულ დღეს კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას სძენს.
სწორად შერჩეული სამკაული ემოციის გამოხატვის საუკეთესო გზაა.
100%-ით ორიგინალი პროდუქცია: კომპანია ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, რაც სრულად გამორიცხავს ფალსიფიკაციის რისკს.
საერთაშორისო გარანტია: ნებისმიერ შენაძენზე ვრცელდება ოფიციალური საგარანტიო მომსახურება, რაც სიმშვიდისა და დაცულობის გარანტიაა.
ლოიალობის პროგრამა: მომხმარებლებისთვის მოქმედებს წამახალისებელი სისტემები და ქეშბექები.
დრო არ ჩერდება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავაკონტროლოთ, თუ რა სტილით მივყვებით მას.
TI'ME არის ადგილი, სადაც ყოველი წამი ფასობს. საათი, რომელსაც დღეს აირჩევთ, ხვალ თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, თქვენი ისტორიის მდუმარე მოწმე და სტილის მთავარი შტრიხი გახდება.
აღმოაჩინე შენი დროის ახალი განზომილება. ესტუმრე „თაიმის“ ფილიალს გრანდ მოლში და აჩუქე საკუთარ თავს (ან საყვარელ ადამიანს) უტყუარი ხარისხი